• Geo
  • Eng
19.06.2019
ორი ახალწვეული დინამოში

დედაქალაქურ გუნდში ორი ახალწვეულია. ჩვენს კლუბთან კონტრაქტი სენეგალელმა 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა - არფან დაფემ გააფორმა, რომელმაც ბოლო სეზონი ირანულ ნასაჯიში გაატარა. მანამდე სენეგალელი ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოში და ირანულ პაიკანში გამოდიოდა. მეორე ახალწვეული კი უკრაინელი 23 წლის მარცხენა მცველი - ოლექსანდრ კაპლიენკოა. იგი ზაპოროჟიეს მეტალურგის აღზრდილია და რამდენიმე სეზონი მშობლიურ გუნდში აქვს ნათამაშები, ასევე გამოდიოდა თურქულ ალანიასფორში და ოდესის ჩერნომორეცში. ორივე ფეხბურთელმა კონტრაქტი 2020 წლის სეზონის ბოლომდე გააფორმა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024