23 ივნისს დინამოელები XIX ტურის შეხვედრას ჩაატარებენ. თბილისელები საჩხერის ჩიხურას მიიღებენ. 23 ივნისს დინამოს თავის ისტორიაში 6 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ჩვენმა გუნდმა ორი მატჩი მოიგო და ორი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 8/7.
1945 წელს დინამო მოსკოვში ლოკომოტივს შეხვდა და 1:1 ითამაშა. გოლი ასლან ხარბედიამ გაიტანა. 1962 წელს ჩვენმა გუნდმა ხარკოვის ავანგარდი მიიღო და 4:1 დაჯაბნა მეტოქე. ზაურ კალოევმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ვლადიმერ ბარქაიამ და თენგიზ მელაშვილმა გაიტანეს. 1967 წელს დინამო დონეცკის შახტიორთან 1:2 დამარცხდა. ჩვენი გუნდის მხრიდან ზუსტი თამაშით გივი ნოდია გამოირჩა. 1971 წელს თბილისელები მოსკოველ თანაკლუბელებთან 0:2 დამარცხდნენ, მომდევნო წელს კი მოსკოვის ცსკა- თან მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 2018 წელს დინამომ ბოლნისის სიონს უმასპინძლა. შეხვედრა თბილისელებმა ლევან ხარაბაძისა და ლუკა ლოჩოშვილის გოლებით 2:1 მოიგეს.