• Geo
  • Eng
24.10.2011
26 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

26 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში დინამო თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაგრას უმასპინძლებს. დინამომ ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში 26 სექტემბერს ორჯერ იასპარეზა. 1992 წელს, მეოთხე ჩემპიონატის მეათე ტურში და 1995 წელს, მეშვიდე ჩემპიონატის მეათე ტურში. პირველ შემთხვევაში თბილისელებმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლეს და შეხვედრა შედეგიანი ფრით 2-2 დასრულდა, ხოლო მეორედ თელავის კახეთი მიიღეს და გაანადგურეს ანგარიშით 7-1. სსრკ-ს ჩემპიონატის რანგით გამართულ შეხვედრებში, 26 ოქტომბერს დინამომ 6 თამაში გამართა. აქედან ოთხი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ორ მატჩში კი თბილისელებმა იმარჯვეს.  ბურთების შეფარდება 7-5 დინამოს სასარგებლოდ. ამ ორი გამარჯვებიდან პირველი დინამოელებმა შორეულ 1938 წელს მოიპოვეს, როდესაც კიევის ლოკომოტივს უმასპინძლეს და ანგარიშით 4-3 დაამარცხეს. მეორე გამარჯვებას მტკვრისპირელებმა 1969 წელს გასვლაზე, დონის როსტოვში ადგილობრივ სკასთან მიაღწიეს. შეხვედრა ერთი უპასუხო გოლით დასრულდა. ოთხი ფრიდან ორ შემთხვევაში მატჩი დასრულდა უგოლოდ, ხოლო ორი მატჩი დასრულდა ანგარიშით 1-1. შესაბამისად კიევის დინამოსთან 1957 წელს, ალმა-ატაში კაირატთან 1964 წელს, 1975 წელს კიევის დინამოსთან და მოსკოვში ადგილობრივ დინამოსთან 1980 წელს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024