დინამო არენაზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გამართა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა როტერდამის ფეიენოორდს უმასპინძლა. სამწუხაროდ სტადიონზე უეფას გადაწყვეტილების შედეგად გულშემატკივრის დასწრება აიკრძალა და მნიშვნელოვანმა მატჩმაც ნაკლები აჟიოტაჟით ჩაიარა. თავად შეხვედრა სტუმართა ტერიტორიული უპირატსებით და დინამოელთა სახიფათო კონტრშეტევებით წარიმართა. მატჩის დებიუტში როტერდამელთა ორი დარტყმაა აღსანიშნავი, თუმცა მიზანს ვერ ერთმა ვერ უწია. საპასუხოდ ნოდარ ქავთარაძეს შეეძლო სახიფათო ჩაწოდებულის ჩაჭრა, თუმცა ფორვარდის პოზიციაზე გამწესებულმა შემტევმა ვერ მიასწრო ბურთს. დინამოს დისკვალიფიკაციის გამო აკაკი შულაია და ლევან კუტალია აკლდა, კვამე კარი კარიმ კი ვარჯიშზე კუნთი გაიჭიმა და ვერც მან შეძლო გუნდს დახმარებოდა. ასევე მცირე ტრავმა არფან დაფესაც აწუხებდა. დინამოელების მომდევნო სახიფათო შეტევა ნახევარი საათის თავზე შედგა. გიორგი პაპავას იდეალური გადაცემის შემდეგ ბაქარ ქარდავა ერთი ერთზე გავიდა მეკარესთან, თუმცა ვერ აჯობა კენეტ ვერმეერს და საგოლე მომენტიც განიმუხტა. ათიოდე წუთში ქავთარაძემ მიზანში ზუსტად ვერ დაარტყა. ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ნახევარში თამაშის სურათი დიდად არ შეცვლილა. ანგარიში 52- ე წუთზე გაიხსნა, ლევან შენგელიამ ჩაჭრა ვერმეერის გადაცემა, ნოდარ ქავთარაძემ ერთი შეხებით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ჩვენი შემტევი და შენგელიამაც უზადოდ დაარტყა 1:0. სტუმრებმა ხუთ წუთში მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. მოწოდებული კუთხურის შემდეგ ერიკ ბოტეხინმა ჯერ თავით დაარტყა, დამატებაზე კი ზუსტად გაისროლა და ანგარიშიც გათანაბრდა. ამის შემდეგ სათამაშო რიტმი ოდნავ დაეცა. თბილისელებს კიდევ შეეძლოთ ერთი გოლის გატანა, თუმცა ბოლო მომენტში ლევან შენგელიას და ნოდარ ქავთარაძის კომბინაცია არაზუსტი დარტყმით დასრულდა და თამაშიც დამთავრდა. დინამო ღირსეულად დაემშვიდობა ევროთასების გათამაშებას და მთლიანად ეროვნულ პირველობაზე გადაერთვება. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 20 აგვისტოს წყალტუბოში, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.
დინამო 1:1 ფეიენოორდი
გოლი: 1:0 შენგელია 52’ 1:1 ბოტეხინი 57’
გაფრთხილება: კიოქჯუ 30’ პაპავა 44’ ქავთარაძე 45’ ბერხუსი 45’ შიშკა 58’ შენგელია 86’
დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი, მონხილი, კობოური (შიშკა 36), ქიმაძე (აზაროვი 80), პაპავა, ნინუა, შენგელია, ქარდავა, ქავთარაძე (იაშვილი 69)
ფეიენოორდი: ვერმეერი, ჰაპსი (მალასია 70), ვან დერ ჰეიდენი, ნარსინგი, ბერხუსი (ბანისი 79), ლარსონი, ტაპია (კელი 70), კიოქჯუ, ბოტეხინი,
მსაჯი: საშა შტიგემანი (გერმანია)