15 და 17 წლამდელთა ოქროს ლიგაში დინამოელთა ოთხივე გუნდმა მორიგი მატჩები გამართა. თბილისელთა 14 წლამდე შემადგენლობამ სფფ- ს აკადემია მიიღო და 0:2 დამარცხდა. ზუგდიდში კი სფფ- ს აკადემიის გუნდს დინამოს 15 წლამდელება 2:0 მოუგეს. გოლები დევიძემ და ხუტიაშვილმა გაიტანეს. 15 წლამდე ლიგაში მორიგ მატჩებს ჩვენი გუნდები 1 სექტემბერს ჩაატარებენ. 17 წლამდე ლიგაში ერთი წლით უმცროსმა დინამომ სფფ- ს აკადემია მიიღო და 2:1 სალუქვაძის და ფირცხალაიშვილის გოლებით აჯობა. 17 წლამდელებმა კი ფოთში კოლხეთი 10:0 დაჯაბნეს. ჯინჯოლავამ ჰეთ თრიქი შეასრულა, მორჩილაძემ და ქოჩაკიძემ დუბლი ჩაიწერეს აქტივში, თითო გოლი კი იაკობიძემ, ლომინაძემ და შალიკაშვილმა გაიტანეს. დინამოელები ოქროს ლიგის ამ გათამაშებასაც 1 სექტემბრიდან განაახლებენ.
U15 დინამო-2 0:2 სფფ აკადემია
U15 დინამო-2: იობაშვილი, მახარაძე, ხარჩილავა, სურმავა, გიუნაშვილი, პარკაძე, ცეცხლაძე, სიგუა, ნინიძე, შეროზია, ფარცვანია
სათადარიგო სკამი: ბაჩილავა, ჩიხაძე, ჩხიკვაძე, უკლება, ვიბლიანი, ხორხელი, ბულუხაძე
U15 სფფ ზუგდიდი 0:2 დინამო
U15 დინამო: ჯოჯუა, ჯანაშია, გოგებაშვილი, დათუაშვილი, ბაგრატიონი, გეგიაძე, ხუტიაშვილი, ლაცაბიძე, თოდუა, შიოლაშვილი, დევიძე
სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, მოლაშვილი, გაფრინდაშვილი, აღდგომელაშვილი, კვერენჩხელაძე, როსივერი
U17 დინამო-2 2:1 სფფ აკადემია
U17 დინამო-2: მოდებაძე, გოგოტიშვილი, სალუქვაძე, უგრეხელიძე, ქავთარაძე, ბაბლუანი, სიჭინავა, გაგნიძე, გოგობერიშვილი, ფირცხალაიშვილი, იობაშვილი
სათადარიგო სკამი: იობაშვილი, გელხაური, აზარაშვილი, ბოჭორიშვილი, სიხარულიშვილი, შენგელია
U17 კოლხეთი 0:10 დინამო
U17 დინამო: ბერუაშვილი, კვარაცხელია, ერაძე, იაკობიძე, მირზიკაშვილი, ოსეყმაშვილი, ბზეკალავა, ლომინაძე, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, ქოჩაკიძე
სათადარიგო სკამი: ჩინჩალაძე, შალიკაშვილი, ცეცხლაძე, ბექაური, მაისურაძე