• Geo
  • Eng
21.08.2019
16 წლამდელებმა ბოსნიასთანაც იმარჯვეს

საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა ლიეტუვაში მეორე მატჩიც მოიგო. უეფას განვითარების თასზე ჭაბუკი ჯვაროსნები ბოსნიას დაუპირისპირდნენ და 3:0 დამარცხეს მეტოქე (გოლები ხაბულიანი (2), გოჩიაშვილი). ზურაბ ხიზანიშვილის ნაკრებმა მანამდე მოლდოვას აჯობა 4:0, ბოლო შეხვედრას კი ხვალ მასპინძლებთან ჩაატარებს. ბოსნიასთან სასტარო შემადგენლობაში 5 დინამოელი - ლუკა ჯოჯუა, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, საბა გეგიაძე, ლუკა ლაცაბიძე და ომარ თოდუა განამწესეს. შეცვლაზე კი პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა ჯანაშია და მუხრან ბაგრატიონი შევიდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024