წყალტუბოში მორიგი ქართული დერბი გაიმართა. 26 მაისის სახელობის სტადიონზე ორივე გუნდი თავიდანვე შეეცადა უპირატესობის მოპვებას და მატჩის დებიუტიც აქტიური გამოდგა. პირველივე წუთებზე მასპინძელთა შეტევა დინამოს დაცვის ხაზმა განმუხტა, საპასუხოდ კი ორ მომენტში როინ კვასხვაძემ ივარგა. მან მიჯრით ორჯერ ლევან კუტალიას და ლევან შენგელიას შეტევები გააუვნებელჰყო. მე- 18 წუთზე ლევან შენგელიას შეტევაა გამოსარჩევი, საბოლოოდ მისი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. დინამოელებმა ანგარიში 29- ე წუთზე გახსნეს. ნოდარ ქავთარაძის მარცხენა ფრთაზე აქტიურობას და საჯარიმოში ჩაწოდებას ლევან კუტალია გამოეხმაურა და მეორე შეხებით ზუსტად დალაშქრა მასპინძელთა კარი. კუტალიამ მიმდინარე პირველობაზე მე- 12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე აინაცვლა. პირველი ტაიმის ბოლოს, გოლის ავტორმა და თორნიკე კაპანაძემ სახიფათო შეტევები გაცვალეს. მეორე ტაიმის დასაწყისში დინამოელებმა კიდევ ერთი საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან. ნიკა ნინუას ძლიერად შესრულეული საჯარიმო დარტყმა როინ კვასხვაძემ ახლოს მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი პაპავა ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა მომენტი მცველებმა განმუხტეს. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა, სტუმრებს კიდევ ერთხელ 65- ე წუთზე შეეძლოთ გოლის გატანა. აკაკი შულაიას დრიბლინგის შემდეგ ლევან შენგელიას დარტყმული ტორპედოს კიპერმა მოიგერია. საბოლოოდ დინამომ ჩემპიონატში მიჯრით მეცხრე გამარჯვება მოიპოვა, სატურნირო ცხრილში ორი დღით დათმობილი პირველი ადგილი დაიბრუნა და 25 აგვისტოს რუსთავის სამასპინძლოდ გაემზადება.
ტორპედო 0:1 დინამო
გოლი: 0:1 კუტალია 29’
გაფრთხილება: პაპავა 51’ ხურცილავა 74’ შიშკა 85’
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, დოლიძე (ჩოგაძე 70), კაპანაძე, მაჩაიძე (იონანიძე 83), ჩუკვურა, ცეცხლაძე (მოსიაშვილი 69), ფონიავა, ციცქიშვილი
დინამო: პერალესი, იაშვილი, მეჯუბი, მონხილი, ქიმაძე, პაპავა, ნინუა (შიშკა 79), კუხიანიძე (შულაია 53), შენგელია, ქავთარაძე (ქარდავა 60), კუტალია
მსაჯი: ჯ. ხორავა