დინამოელთა შემადგენლობაში ორი ახალწვეულია. ჩვენი გუნდის ღირსებას 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი მიხაილო შიშკა დაიცავს. იგი დონეცკის შახტარის აღზრდილია, ბოლოს კი ობოლონში გამოდიოდა. შიშკას უკრაინის ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებში აქვს ნათამაშები. ასევე დინამოს ღირსებას 23 ფორვარდი მათე კვირკვია დაიცავს. იგი ბოლოს ბათუმის დინამოში გამოდიოდა, მანამდე კი ახალგაზრდა თავდამსხმელი ვიტ ჯორჯიაში, ზესტაფონში, გორის დილაში, ქუთაისის ტორპედოში და რუსთავში ასპარეზობდა. მათე კვირკვია ასევე საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრები გუნდების ღირსებასაც იცავდა. ორივე ფეხბურთელმა ჩვენს გუნდთან კონტრაქტი 6 თვე + 1 წლით გააფორმა.