29 აგვისტოდან მარტვილის აკადემია 13 წლამდე ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. დინამოელები 12 წლამდელთა გუნდით და მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩაერთვებიან მომავლის თასის მორიგ გათამაშებაში. დინამოელები მარტვილში დღეს გაემგზავრნენ და ტურნირის დაწყებამდე 5 დღიან შეკრებას ადგილზე გაივლიან.
ჩვენი გუნდის გარდა გათამაშებაში მონაწილეობას მარტვილის დინამო, აზერბაიჯანული საბაჰი, ბათუმის დინამო, ზუგდიდის ბაია, ფოთის კოლხეთი, ქუთაისის მართვე და სამეგრელოს რეგიონის 12 წლამდელთა ნაკრები მიიღებენ.