დინამო არენაზე უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამოელებმა ანდორის ენგორდანი მიიღეს. ფავორიტის სტატუსი დინამოელებმა სავსებით გაამართლეს და პირველივე წუთებიდან მეტოქე წნეხში მოაქციეს. ანგარიში უკვე მე- 6 წუთზე გაიხსნა. დაახლოებით 24 მეტრიდან ნიკა ნინუამ უძლიერესად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და 1:0. მეორე გოლამდე ლევან კუტალიას არ გამოუვიდა თავით დარტყმა, სამაგიეროდ 21- ე წუთზე ძირითადში გამწესებულმა გიორგი კუხიანიძემ შორეული ულამაზესი დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა. პირველი ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს მეტოქის კართან, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა. სამაგიეროდ მეორე ტაიმში დინამომ უფრო უმატა წნეხს და თამაშის დაწყებიდან ერთი საათის თავზე ანგარიში 3:0 გახდა. ლევან კუტალიას დარტყმულს ნოდარ ქავთარაძემ დაამატა და დინამო უფრო დააწინაურა. ამ მომენტიდან ცოტახანში ენგორდანის კარში პენალტი დაინიშნა, ლევან კუტალიამ კი თერთმეტმეტრიანი პანენკას სტილში შეასრულა და 4:0. 72- ე წუთზე თბილისელთა ლამაზი კომბინაცია გიორგი კუხიანიძემ ზუსტი დარტყმით დაასრულა და დუბლიც გაიფორმა. შეხვედრაში წერტილი გუჯა რუხაიას გადაცემის შემდეგ გიორგი ზარიამ დასვა და დინამო ერთ კვირაში გასამართ შეხვედრაში ექვსბურთიანი უპირატესობით გაემგზავრება.დინამოელებმა ევროთასებზე ექვსბურთიანი სხვაობით იმარჯვეს და პირადი რეკორდი დაამყარეს.
დინამო 6:0 ენგორდანი
გოლი: 1:0 ნინუა 6’ 2:0 კუხიანიძე 21’ 3:0 ქავთარაძე 61’ 4:0 კუტალია (პენ) 69’ 5:0 კუხიანიძე 72’ 6:0 ზარია 80’
გაფრთხილება: ბუჰარმა 5’ ვარელა 66’ კუტალია 71’ სერა 71’ სპანო 75’ ზარია 79’ პეპე 85’
დინამო: პერალესი, რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე, პაპავა (ზარია 57), ნინუა, კუხიანიძე (ქარდავა 76), შენგელია (დაფე 63), ქავთარაძე, კუტალია
ენგორდანი: კოკა, ბრიტუ, ბუჰარმა, სპანო (გუიდა 85), ლაფონტი, ჟილი (პეპე 71), სოარეში, აგუერო, სერა, გომესი (მანეირო 92), ვარელა
მსაჯი: მორტენ კროგი (დანია)