საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 და 8 სექტემბერს ორ შეხვედრას გამართავს. პირველ ჯერზე ჯვაროსნები სამხრეთ კორეის ნაკრებს სტამბულში ამხანაგურად გაეჯიბრებიან, 8- ში კი დინამო არენაზე ევრო 2020- ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში დანიას უმასპინძლებენ. ვლადიმერ ვაისის კრებული შეკრებას 2 სექტემბრიდან დაიწყებს, ნაკრებში კი სადებიუტო მატჩისთვის ჩვენი გუნდის შემტევი ლევან შენგელიაა გამოძახებული. ასევე ნაკრებშია ციურიხში იჯარით მყოფი ლევან ხარაბაძე, ხოლო ნიკა ნინუა გაფართოებულ შემადგენლობაშია. დინამო თბილისი წარმატებას უსურვებს ჩვენს ფეხბურთელებს და მთლიანად ეროვნულ ნაკრებს მოახლოებულ შეხვედრებში.