მატჩისწინა შეკრებაზე, სასტუმრო ბომონდ გარდენში დაბინავებული დინამოელები გორში გაემგზავრნენ, სადაც ჩვენი გუნდი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას გორის დილასთან გამართავს. ალექს გარსიას განკარგულებაში მყოფი თვრამეტივე დინამოელი სრულ მზადყოფნაში არის. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა თბილისში, ფრედ - 2:2 დასრულდა.