• Geo
  • Eng
28.08.2019
ოქროს ლიგა გამარჯვებით განვაახლეთ

ასაკობრივ გუნდებს დაუმთავრდათ საზაფხულო პაუზა და ოქროს ლიგის გათამაშებაც გაგრძელდა. დინამო თბილისის 16 წლამდელთა გუნდი, რომლიც 17 წლამდე ლიგაში დინამო 2- ის სახელით გამოდის საბურთალოს შეხვდა და გასვლითი მატჩი 3:2 მოიგო. ორი გოლი ფირცხალაიშვილმა გაიტანა, ერთიც ავტოგოლი დაფიქსირდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა ამ მოგებით 10 ქულა დააგროვა, საბურთალოს გადაასწრო და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს დინამო და დინამო-2 ინაწილებენ. 8 სექტემბერს დინამოელები ასევე პრინციპულ შეხვედრაში ლოკომოტივს მიიღებენ.

14 წლამდე დინამოელებმა კი ახალი დამრიგებლის - ვალერი გაგუას თავკაცობით ტურნირის განახლებამდე ამხანაგური მატჩი სფფ- ს აკადემიის გუნდთან გამართეს და 8:1 დაამარცხეს მეტოქე. ფარცვანიამ დუბლი შეასრულა, დანარჩენი გოლები კი ნინიძემ, ხარჩილავამ, პარკაძემ, ხორხელმა, უკლებამ და ვიბლიანმა გაიტანეს. 1 სექტემბერს 15 წლამდე ოქროს ლიგაში ერთმანეთს დინამო და დინამო 2 შეხვდებიან.

 

U17 საბურთალო 2:3 დინამო 2

U17 დინამო 2: ტურძელაძე, გოგოტიშვილი, დუნდუა, უგრეხელიძე, ქავთარაძე, სიჭინავა, ბაბლუანი, სიხარულაშვილი, შენგელია, გოგობერიშვილი, ფირცხალაიშვილი

სათადარიგო სკამი: აბრამიშვილი, გაფრინდაშვილი, თოფურია, წულაია, თელია

U14 დინამო 8:1 სფფ- ს აკადემია

U14 დინამო: იობაშვილი, მახარაძე, ხარჩილავა, სურმავა, გიუნაშვილი, სიგუა, პარკაძე, ნინიძე, ფარცვანია, ბულუხაძე, შეროზია

შეცვლაზე შევიდნენ: ხორხელი, უკლება, ვიბლიანი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024