• Geo
  • Eng
27.08.2019
კობოური და ნინუა ახალგაზრდულში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ეროვნულის დარად ორ შეხვედრას ჩაატარებს. 5 და 10 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ეგიდით გია ცეცაძის გუნდი ჯერ გორში ლიხტენშტეინს უმასპინძლებს, შემდეგ კი ბაქოში აზერბაიჯანელებს ესტუმრება. მთავარმა მწვრთნელმა მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან ნიკა ნინუას და დავით კობოურს უხმო. ასევე ნაკრებში არიან სხვადასხვა კლუბებში იჯარით მყოფი დინამოელებიც - გიორგი მამარდაშვილი და პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), გიორგი კუცია (დილა) და ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა).

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024