დღეს დინამოელებმა ანდორას ესტადი კომუნალიზე მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარეს, მანამდე კი ჟურნალისტების წინაშე მატჩისწინა პრესკონფერენციით ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ფელის ვისენტე წარდგა.
ფელის ვისენტე: პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენ არ ჩაგვითვლია ეს ეტაპი გადალახულად. მართალია ხელსაყრელი ანგარიშით ვიმარჯვეთ, თუმცა ვიბრძოლებთ საპასუხო მატჩშიც. შევეცდებით ჩვენი საქმე პირველი პაექრობის დარად კარგად შევასრულოთ და არც სიურპრიზებს მოვერიდებით. 20 ფეხბურთელით ვართ ჩამოსული და თამაშის შანსი ყველა მათგანს აქვს. მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ.
ხვალ მეტოქე მოტივირებული იქნება. გუნდი სახლში თამაშობს და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ კარგი თამაშის ჩვენებას შეეცდება. რაც შეეხება სათამაშო მინდორს, შემიძლია ვთქვა, რომ მშვენიერ მდგომარეობაში. ეს ყველაფერი კარგ და ლამაზ თამაშს შეუწყობს ხელს და დარწმუნებული ვარ ამით ფეხბურთელებიც ისიამოვნებენ.