• Geo
  • Eng
22.07.2019
გაბალაში შოტლანდიელები იმსაჯებენ

25 ივლისს დინამო უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას აზერბაიჯანში გამართავს. ჩვენი გუნდი გაბალას სითი სთედიუმზე დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრას შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 28 წლის ნიკოლას უელში გახლავთ. მას ასისტენტობას ალან მალვენი და ჯორდან სტოკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი გავინ დანკანი იქნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024