ლევან შენგელიამ, რომელსაც დინამოსთან არსებული კონტრაქტი 31 აგვისტოს დაუმთავრდა, თბილისური კლუბი დატოვა. მიუხედავად ჩვენი კლუბის მიერ გაკეთებული შეთავაზებისა, რომელიც ეროვნული ლიგის მასშტაბით უპრეცედენტო და საუკეთესო პირობებს ითვალისწინებდა, ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება თურქული სუპერლიგის კონიასფორში არჩია. ასევე გუნდი იჯარით მყოფმა ფრანგმა ლეგიონერმა აბდელ მეჯუბიმ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. იგი კარიერას ფრანგულ ბორდოში გააგრძელებს. დინამო თბილისი ორივე ფეხბურთელს მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს.