1 აგვისტოს დინამო უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას თბილისში გამართავს. ჩვენი გუნდი დინამო არენაზე გაბალას დაუპირისპირდება. მატჩი 21.00 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრას ფინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 32 წლის პეტრი ვილიანენი გახლავთ. მას ასისტენტობას რიკუ ვირიოვუორი და მიკა ლამპუ გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დენის ანტამო იქნება.