საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 6- დან 10 სექტემბრის ჩათვლით პოლონეთში საერთაშორისო ტურნირ სირენკას თასზე იასპარეზებს. ტურნირში საქართველოს და მასპინძელ პოლონეთის გარდა ასევე - ინგლისი, ავსტრია, შვეიცარია, რუმინეთი, ფინეთი და ნორვეგია მიიღებენ მონაწილეობას. გიორგი ჩიტაურმა ნაკრებში დინამო თბილისიდან 9 ფეხბურთელს უხმო: გიორგი უბილავა, თორნიკე დუნდუა, საბა ხვადაგიანი, დავით გოგოტიშვილი, ლუკა სალუქვაძე, ბაქარ აბჟანდაძე, გიორგი აბუაშვილი, ზაურ სიჭინავა და ლუკა გაგნიძე მოემზადებიან ჯვაროსანთა ღირსების დასაცავად.