ოქროს ლიგის გათამაშება 15 წლამდელებშიც განახლდა. გაიმართა პირველი ტურის გადადებული მატჩი, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისის 15 და 14 წლამდე გუნდები დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ რეგულარული გათამაშება ორივე გუნდმა წარმატებით დაასრულა და ოქროს ლიგის 15 წლამდე ტურნირზე დინამო 2 გუნდით გახლავთ წარმოდგენილი. შეხვედრა ვასილ გეგუჩაძის გუნდის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათივე გამარჯვებით 4:0 დასრულდა. გოლები როსივერიმ, სმირნოვმა, თოდუამ და დევიძემ გაიტანეს. გეგუჩაძის გუნდი სამი თამაშის შემდეგ 9 ქულით მეორე ადგილზეა და პირველადგილოსანს ერთი ქულით და ერთი მატჩით ჩამორჩება. ვალერი გაგუას გუნდი კი 6 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს დინამო 7 სექტემბერს ლოკომოტივთან გამართავს, ხოლო დინამო-2 საბურთალოს 8 სექტემბერს შეხვდება.
U15 დინამო 4:0 დინამო-2
U15 დინამო: ბერუაშვილი, არჩაია, მოლაშვილი, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, ცხოვრებაშვილი, როსივერი, ხუტიაშვილი, ნიკოლაიშვილი, კობახიძე, შიოლაშვილი
სათადარიგო სკამი: ჯოჯუა, გოგებაშვილი, დათუნაშვილი, კვერენჩხელაძე, სმირნოვი, თოდუა, დევიძე
U15 დინამო-2: ბაჩილავა, მახარაძე, ხარჩილავა, სურმავა, გიუნაშვილი, სიგუა, პარკაძე, ნინიძე, ფარცვანია, რობაქიძე, უკლება
სათადარიგო სკამი: იობაშვილი, ჩიხაძე, მამისეიშვილი, ცეცხლაძე, ბულუხაძე, ხორხელი, შეროზია