1 აგვისტოს მატჩის დღეს, თბილისის მეტროპოლიტენი ღამის 12.00 საათამდე იმუშავებს. ქალაქის მერიამ გაითვალისწინა რა ჩვენი კლუბის თხოვნა და გულშემატკივართა დიდი ინტერესი, ერთი საათით გადაწია მეტროპოლიტენის სამუშაო გრაფიკი, რათა გულშემატკივარს გაბალასთან მატჩის დასრულების შემდეგ უპრობლემოდ შეეძლოს ტრანსპორტით სარგებლობა. ჩვენი მხრიდან მადლობას ვუხდით ქალაქის მერს და მერიის სამხახურს.
შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრა გაბალასთან ხვალ, დინამო არენაზე 21.00 საათზე დაიწყება.