8 აგვისტოდან გორში საერთაშორისო ტურნირი - თენგიზ ბურჯანაძის თასი აიღებს სტარტს. ტრადიციული ტურნირი 13 წლამდე ფეხბურთელთა შორის გაიმართება და მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. რევაზ გვარაკიძის გუნდი ჯგუფში რუსთავს, საბურთალოს და დინამო ბათუმს დაუპირისპირდება. მეორე ჯგუფში კი დილა გორი, ლოკომოტივი, თბილისის ავაზა და ვილნიუსის ატეიტისი იასპარეზებენ.