• Geo
  • Eng
05.09.2019
ახალგაზრდულმა ლიხტენშტეინს 4:0 მოუგო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყო და პირველ მატჩში ლიხტენშტეინის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი გორში გაიმართა და 21 წლამდე ჯვაროსანთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. გოლები სტუმართა კარში ქავთარაძემ, სამურკასოვმა, არაბიძემ და ბუღრიძემ გაიტანეს. გია ცეცაძემ ძირითად შემადგენლობაში ორი დინამოელი - დავით კობოური და ნიკა ნინუა გაამწესა. მომდევნო ევროშესარჩევ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 10 სექტემბერს ბაქოში, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024