• Geo
  • Eng
03.08.2019
ავთანდილ ღოღობერიძე - 97

დღეს დინამო თბილისის ლეგენდარული თავდამსხმელის - ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის დაბადების დღეა. გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი 1922 წელს დაიბადა. დედაქალაქური გუნდის ფორმით 432 ჩატარებულ შეხვედრაში, გაიტანა 160 გოლი. ჩემპიონატში ჩატარებული მატჩებით და გატანილი გოლებით 341/127 ღოღობერიძე დინამოს რეკორდსმენი გახლავთ. გახდა სსრკ- ს ჩემპიონატის ბომბარდირი 1951 წელს (25 გოლი). არის გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრი. საბჭოთა პირველობის ორგზის ვიცე ჩემპიონი (1951, 1953) და ოთხგზის პრიზიორი (1946, 1947, 1950, 1959). ბროლის თასის გათამაშების ორგზის ფინალისტი 1946 და 1960 წლებში. ჰელსინკის და რომის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. ხუთჯერ შედიოდა საუკეთესო 33 ფეხბურთელის სიაში. სსრკ- ს ნაკრებში ჩატარებულ 6 შეხვედრაში გაიტანა ერთი გოლი. 1961 წელს იყო დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი, თუმცა მძიმე ავტოკატასტროფის შემდეგ იძულებული იყო ჩამოშორებოდა საფეხბურთო მოღვაწეობას. ბასა ღოღობერიძე 1980 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024