დღეს ჩვენი აკადემიის 2010 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდი გეზს ბათუმისკენ აიღებს. მიხეილ ოქიტაშვილის კრებული ბათუმში H-Group Cup საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 20- დან 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ტურნირზე მასპინძელი დინამო ბათუმის გარდა, დინამო თბილისი, 35- ე სკოლა, ავაზა, ქუთაისი, ოზურგეთის მერცხალი, ფოთის კოლხეთი და ტრაბზონსფორი იასპარეზებენ.
თბილისელები ბათუმში 13 ფეხბურთელით გაემგზავრებიან: ნიკოლოზ თარაშვილი, ირაკლი ხვიჩია, ნიკოლოზ კობზონაძე, თორნიკე ფილაური, ლუკა ჯიქიძე, ნიკოლოზ სახვაძე, გიორგი ვეფხვაძე, მიქაილ პირიევი, დემეტრე დემეტრაშვილი, გაბრიელ გოგუა, დემეტრე გელაშვილი, ანდრია სიხარულიძე და გიორგი აბულაძე.