დღეს მიხეილ მესხი 2- ზე ეროვნული პირველობის 27- ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა, რომელშიც ვიტ ჯორჯიამ დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველ წუთებში მეტოქეებმა ორი სახიფათო მომენტი გაცვალეს. ამის შემდეგ სტუმრები ნელ-ნელა უპირატესობას დაეუფლნენ და სათამაშო ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვიათ. მე- 10 წუთზე ბაქარ ქარდავას აქტიურობას და ჩაწოდებას პენალტი მოჰყვა, მცველმა ბურთზე ხელით ითამაშა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ლევან კუტალიამ შეასრულა და სეზონში მე- 15 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ჯერ ლევან კუტალიას უძლიერესი თავური ხარიხამ მოიგერია, შემდეგ კი ნიკა ნინუას საფირმო გასროლა დაახლოებით 35 მეტრიდან და ვიტ ჯორჯიას კარი ისევ ხარიხამ იხსნა. გოლის გატანის შანსი ასევე კვამე კარიკარის ჰქონდა, თუმცა საჯარიმოში ოდნავ დაახანა და მომენტიც განიმუხტა. მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე ნოდარ ქავთარაძის გარღვევა და საჯარიმოს მისადგომებიდან უზუსტესი დარტყმით ანგარიში ორამდე გაიზარდა. ათიოდე წუთში დინამოელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ლევან კუტალიამ შეტევის მარცხენა ფრთაზე ცრუ მოძრაობებით ვიზავის თავბრუ დაახვია, საჯარიმოში ნიკა ნინუა მონახა, რომელმაც ნახევარბრუნში ულამაზესი დარტყმით აიღო ლევან ისერგიშვილის კარი. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ნიკა ნინუამ გუნდი კაპიტნის სამკლაურით გამოიყვანა. ამის შემდეგ თამაშის რიტმი ოდნავ დაეცა და საბოლოოდ შეხვდრა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. დედაქალაქელები მორიგ მატჩს 21 სექტემბერს ივანწმინდაში, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ ჩაატარებენ.
ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო
გოლი: 0:1 კუტალია (პენ) 11’ 0:2 ქავთარაძე 50’ 0:3 ნინუა 60’
გაფრთხილება: ნემსაძე 28’ ნინუა 30’ მუსელიანი 45’ ხუციანიძე 60’ მაქაცარია 72’ მონხილი 72’
ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი, კიკალიშვილი, ჯანელიძე (ვარძელაშვილი 46), ნემსაძე, მაქაცარია (ნანობაშვილი 75), ზარიძე, მუსელიანი (ხუციანიძე 46), მუზაშვილი, თათხაშვილი, ქისიევი, სეხნიაშვილი
დინამო: პერალესი, იაშვილი, პაპავა, მონხილი, ქიმაძე (კაპლიენკო 70), ქარდავა, ნინუა (კუხიანიძე 79), ქავთარაძე, შულაია, კუტალია, კარიკარი (ზარია 59)
მსაჯი: ჯ. ხორავა