საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრები 18-22 აგვისტოს ლიეტუვაში გასამართ განვითარების ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. 18 აგვისტოს ჭაბუკი ჯვაროსნები მოლდოვას შეხვდებიან, 20 აგვისტოს ბოსნია-ჰერცოგოვინას დაუპირისპირდებიან და 22 აგვისტოს დასკვნით მატჩში მასპინძლებთან გაარკვევენ უძლიერესს. ზურაბ ხიზანიშვილმა ნაკრებში საასპარეზოდ დინამოს აკადემიიდან 10 ფეხბურთელი მიიწვია:
ლუკა ჯოჯუა, პაპუნა ბერუაშვილი, მუხრან ბაგრატიონი, ნიკა გოგებაშვილი, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, ლუკა ჯანაშია, საბა გეგიაძე, ლუკა ლაცაბიძე, დავით შიოლაშვილი და ომარ თოდუა.