დინამო არენაზე 29- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ ბოლნისის სიონი მიიღო. მატჩის პირველი სახიფათო მომენტი მე- 11 წუთზე გიორგი ივანიშვილის დარტყმულს მოჰყვა, ბურთი ოდნავ აცდა მასპინძელთა კარს. საპასუხოდ ლევან კუტალიას შეტევა, მაგრამ ბოლო მომენტში მეკარემ ივარგა, მომდევნო შეტევაში კი ოთო გოშაძემ ნოდარ იაშვილის უძლიერესი დარტყმული მოიგერია. ანგარიში კი მასპინძლებმა 32- ე წუთზე გახსნეს. ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ ოლექსანდრ კაპლიენკომ თავით გააკეთა პასი, გიორგი კუხიანიძემ კი ასევე თავით ითამაშა და 1:0. ამის შემდეგ ტემპი ოდნავ დავარდა და პირველ ტაიმში მეტი აღსანიშნავი აღარაფერი მომხდარა. მეორე ტაიმი ორივე გუნდის აქტიურობით განახლა, თუმცა ეს აქტიურობა უფრო მეტად მოედნის ცენტრში ორთაბრძოლებში გამოიხატა. მატჩის 64- ე წუთზე ნოდარ ქავთარაძის შეტევას საბოლოოდ გიორგი ქიმაძის ახლო მანძილიდან დარტყმა მოჰყვა, თუმცა მეკარემ განმუხტა სიტუაცია. შემდეგ კი ჩემპიონატის ბომბარდირის თავური სანტიმეტრებში აცდა კარს. შეხვედრის ბოლოსკენ მსაჯმა ნოდარ ქავთარაძე გააძევა, რასაც ბოლნისელთა შეტევა და ლევან ხმალაძის გოლი მოჰყვა. თბილისელებმა დარჩენილ ერთ წუთში ვეღარ მოახერხეს ანგარიშის შეცვლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 2 ოქტომბერს საბურთალოს წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართავს.
დინამო 1:1 სიონი
გოლი: 1:0 კუხიანიძე 32’ 1:1 ხმალაძე 90+2’
გაფრთხილება: აფაქიძე 22’ კახაბრიშვილი 37’ თარგამაძე 93’ გოშაძე 95’ კარიკარი95’
გაძევება: ქავთარაძე 90’
დინამო: პერალესი, იაშვილი, მონხილი, კაპლიენკო, ქავთარაძე, ნინუა, პაპავა, დაფე (შულაია 61), ქავთარაძე, კუხიანიძე (შიშკა 77), კუტალია (კარიკარი 84)
სიონი: გოშაძე, აფაქიძე (უგრეხელიძე 83), ჯაფიაშვილი, ჩაჩუა, კახაბრიშვილი (თომაშვილი 69), ივანიშვილი, თარხნიშვილი, ხმალაძე, გვარაძე (შინჯიკაშვილი 87), თარგამაძე, ტატანაშვილი
მსაჯი: გ. ავაზაშვილი