• Geo
  • Eng
01.10.2019
19 წლამდე ნაკრებში 8 დინამოელია

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები რამდენიმე დღეში მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება. 9- დან 15 ოქტომბრის ჩათვლით ელიტრაუნდის საგზურს უნგრეთში მასპინძლებთან ერთად ჯვაროსნები, ხორვატები და ყაზახები გაითამაშებენ. რამაზ სვანაძემ შესარჩევი მატჩებისთვის დინამოდან 8 ფეხბურთელს უხმო: ლუკა კუტალაძე, თორნიკე ჯანგიძე, სანდრო კალანდაძე, ლაშა აწყურელი, ირაკლი აზაროვი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და ნოდარ ლომინაძე ნაკრებთან ერთად გაემგზავრებიან უნგრეთში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024