დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის გათამაშება საზაფხულო პაუზის შემდეგ განაახლა და მეოთხე ტურის მატჩში ქუთაისის ტორპედო მიიღო. თბილისელებმა ქუთაისელებს თავიდანვე დიდი სათამაშო უპირატესობა მოახვიეს თავს და საბოლოოდ 7 გოლიც გაუტანეს. მოისწრაფიშვილმა დუბლი გაიფორმა, დანარჩენი გოლები კი აზაროვმა, ხორხელმა, ზურებიანმა, მორჩილაძემ და იაკობიძემ გაიტანეს. დინამომ ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას 15 სექტემბერს პრინციპულ მეტოქესთან - თანაქალაქელ ლოკომოტივთან გამართავს.
U19 დინამო 7:0 ტორპედო
U19 დინამო: ჯოჯუა, აწყურელი, იაკობიძე, ოსიყმაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, ომარაშვილი, გულდედავა, აზაროვი
სათადარიგო სკამი: შურღაია, კვარაცხელია, ზურებიანი, გაგნიძე, ხორხელი, მორჩილაძე