საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები ბელგიელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩები ქალაქ ტუბიცეში 6 და 8 სექტემბერს ჩატარდება. გიორგი მიქაძემ ნაკრებში გამოძახებულთა სიაში 8 ფეხბურთელი დინამოს თბილისიდან შეარჩია: ირაკლი იაკობიძე, გიორგი შალიკაშვილი, ნიკა ხეცურიანი, ლაშა კვარაცხელია, ლევან ოსიყმაშვილი, დავით ზურაბიანი, თორნიკე მორჩილაძე და გიორგი ომარაშვილი ახალგაზრდა ჯვაროსანთა ღირსებას დაიცავენ.