ლიეტუვაში წელს ატეიტის თასის საიუბილეო გათამაშება ტარდება. ტურნირი მოგეხსენებათ რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში იმართება და წელს დინამოელები 5 გუნდით წარდგებიან ვილნიუსში. პირველი ბალტიისპირეთში ზურა ელიავას გუნდი გაემგზავრა. დინამოელებმა ჯგუფში 4 მატჩი გამართეს და ოთხივეში გოლგაუშვებლად იმარჯვეს. სასტარტო შეხვედრაში თბილისელებმა ადგილობრივი ტფა ბლუ 4:0 დაამარცხეს. ბართიშვილმა ორი გოლი გაუტანა მეტოქეს, ხოლო თითო ზუსტი დარტყმა კაკაშვილის და ციკოლიას ანგარიშზეა. მეორე მატჩში დინამომ ხარებაშვილის და შათირიშვილის გოლებით მინსკის დინამოს მოუგო 2:0. მესამე მატჩში ჩვენს გუნდს წინააღმდეგობას პეტერბურგის ენჯელბოლი უწევდა. ადუაშვილის, ხარებაშვილის, ბენდელიანის და ლომაძის გოლებით დინამომ 4:0 მოიგო. ჯგუფში ბოლო მატჩი თბილისელებმა ასევე 4:0 დაასრულეს, ელიავას გუნდმა ამჯერად უჟგოროდის ჩაიკას აჯობა. ორი გოლი ბართიშვილმა გაიტანა, თითოც ბენდელიანის და ადუაშვილის ანგარიშზეა. დინამოელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და საღამოს ¼ ფინალში ანტალიასფორს შეხვდებიან. ტურნირში პირველად იღებს მონაწილეობას მარტვილის დინამო, რომელმაც ტფა იელოუსთან 0:1 დათმო მატჩი, 1:2 დამარცხდნენ მარტვილელები ბირმინჰემთან, 1:0 აჯობეს შიაულიას და ფრედ 1:1 დაცილდნენ კალინინგრადის ბალტიკას.
ზურა ელიავას გუნდი ვილნიუსში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება: ირაკლი ერიაშვილი, გიორგი ბაშარული, თორნიკე შუბითიძე, საბა ხარებაშვილი, ლუკა ციკოლია, გიორგი ლომიძე, ნიკა შათირიშვილი, ნიკა ადუაშვილი, ანდრია ბართიშვილი, კობა კაკაშვილი, ნიკა ბენდელიანი, შოთიკო დიაკონიძე, გიორგი ჯანელიძე და ცოტნე ხარებავა.