ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასზე დინამოელებმა ფინალური მატჩის საგზური მოიპოვეს. ჩვენი აკადემიის 11 წლამდე ფეხბურთელებმა დღეს ტურნირის ¼ ფინალში ანტალიასფორი 5:0 დაჯაბნეს. ადუაშვილმა სამი გოლი გაიტანა. თითო ბურთი კი კაკაშვილის და ბართიშვილის ანგარიშზეა. ნახევარფინალში ზურა ელიავას გუნდს მეტოქეობას დორტმუნდის ბორუსია უწევდა. მატჩი დაძაბულად და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თბილისელებმა მეორე ტაიმში ლამაზი კომბინაციით მოახერხეს გოლის გატანა, ზუსტად ბენდელიანმა ითამაშა და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა. ამრიგად დინამო ხვალ ტურნირის ფინალში ვილნიუსის ჟალგირიეტისს შეხვდება, მატჩი კი თბილისის დროით 14.30 დაიწყება. აღსანიშნავია, რომ დინამოელებს მიმდინარე ტურნირზე ჩატარებული 6 მატჩის განმავლობაში საკუთარ კარში გოლი არ გაუშვიათ.