• Geo
  • Eng
12.10.2019
19 წლამდე ჯვაროსნებმა ყაზახეთსაც მოუგეს

უნგრეთში გრძელდება ევროშესარჩევი ციკლი. საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა პირველ მატჩში მასპინძელებთან 4:2 გამარჯვების შემდეგ ყაზახეთსაც მოუგო. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა 3:1 იმარჯვეს. ორი გოლი იაკობიძემ გაიტანა, ერთიც დავითაშვილმა. რამაზ სვანაძემ სასტარტო შემადგენლობაში დინამოს აკადემიიდან ლუკა კუტალაძე, თორნიკე ჯანგიძე, სანდრო კალანდაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი და გიორგი მოისწრაფიშვილი ათამაშა. შეცვლაზე კი ლაშა აწყურელი შევიდა. 15 ოქტომბერს საქართველო ხორვატიას შეხვდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024