• Geo
  • Eng
17.10.2019
12 წლამდე დინამოელები ატეიტის თასზე

ლიეტუვაში წელს ატეიტის თასის საიუბილეო გათამაშება ტარდება. დინამოელები 5 გუნდით წარდგებიან ვილნიუსში. პირველი ბალტიისპირეთში ზურა ელიავას გუნდი იმყოფებოდა, რომელმაც გათამაშება ტრიუმფით დაასრულა და ოქროს მედლები მოიპოვა. ამჯერად ვილნიუსს დინამოს 12 წლამდე გუნდი სტუმრობს. კახა გოგოლაძის შეგირდები ხვალიდან ჩაერთვებიან მატჩებში და ჯგუფში ტალინის არიუს, კალინინგრადის ბალტიკას და ვილნიუსის გელეჟინისს შეხვდებიან.

კახა გოგოლაძის გუნდი ვილნიუსში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: ნოდარ ბედიაშვილი, დავით გვარძელაშვილი, სპარტაკ სტეფლიანი, ანდრია ჩიქოვანი, გიორგი გვასალია, ნიკა უზოევი, ალექსანდრე ჩოლოკავა, დაჩი გოგოლი, ლუკა წულაია, ლაზარე ნათენაძე, ნიკა ელისაშვილი,თემო ბარნოვი,საბა კაკულია, ვახო სალია, ნიკა გვაზავა, თორნიკე რეხვიაშვილი, ლაშა ხუციშვილი, ანდრია აბაშიძე, დიმიტრი ოკუჯავა და კობა კაკაშვილი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024