• Geo
  • Eng
16.10.2019
პუმა დინამოს ტექნიკურ პარტნიორად

დინამო არენას მედია დარბაზში ჩვენი კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ შეკრებილ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს დინამოს ახალი ტექნიკური პარტნიორი - გერმანული სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი - პუმა წარუდგინა. პრესკონფერენციას პუმას მხრიდან სპორტული ხაზის ობერ შეფი - ალექსანდერ ლოები და რეგიონული მენეჯერი - ფლორის ფროიდენტალი ესწრებოდნენ. ჟურნალისტებს ახალი ფორმის ხაზი ლევან მჭედლიძემ და გიორგი პაპავამაც წარუდგინეს. ახალი ტექნიკური პარტნიორი მომავალი სეზონიდან სამი წლის მანძილზე შემოსავს დინამოს და აკადემიაში არსებულ ასაკობრივ გუნდებს. ასევე პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება დინამოს ოფიციალურ საკლუბო მაღაზიებში. პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ხელშეკრულება ორივე მხარისთვის სასარგებლო და ხელსაყრელია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024