• Geo
  • Eng
15.10.2019
ელიტ ლიგის საგზური საქართველოსია

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა უნგრეთში მიმდინარე ევროშესარჩევ ციკლში დასკვნითი შეხვედრა ხორვატიის ნაკრებთან გამართა. ეს მატჩი ჯგუფში პირველადგილოსნის ბედს წყვეტდა. რამაზ სვანაძის გუნდმა მეტოქეს 2:0 აჯობა და ელიტ რაუნდის საგზური პირველი ადგილით მოიპოვა. გოლები გულიაშვილმა და დავითაშვილმა გაიტანეს. ელიტ რაუნდის მატჩები გაზაფხულზე შედგება. რამაზ სვანაძემ ბალკანელებთან 4 დინამოელი - თორნიკე ჯანგიძე, სანდრო კალანდაძე, ირაკლი აზაროვი და ანზორ მექვაბიშილი ათამაშა, შეცვლაზე კი ნოდარ ლომინაძე შევიდა.

18 წლამდე ნაკრებმა ესტონეთთან მეორედაც ჩაატარა ამხანაგური მატჩი და ამჯერადაც იმარჯვა. გოლები ოგბაიძის და ფაჩულიას ანგარიშზეა. გიორგი მიქაძემ სასტარტო შემადგენლობაში 5 დინამოელი გაამწესა: ზურაბ ერაძე, ირაკლი იაკობიძე, გიორგი მირზიკაშვილი, თორნიკე მორჩილაძე და გიორგი ომარაშვილი. შეცვლაზე დავით ზურაბიანი, ლევან ოსიყმაშვილი და მიხეილ ქოჩაკიძე შევიდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024