• Geo
  • Eng
11.09.2019
დინამოელებმა მომავლის თასი მოიგეს

მარტვილში, ადგილობრივი დინამოს საფეხბურთო აკადემიაში დასრულდა მომავლის თასის გათამაშება 11 წლამდე ფეხბურთელთა შორის. დინამო თბილისი შალვა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით ტურნირში 10 წლამდე ფეხბურთელთა გუნდით ასპარეზობდა და გათამაშების გამარჯვებულიც გახდა. დინამოელებმა ფინალურ შეხვედრაში ზუგდიდის ბაია 6:0 დაამარცხეს და გამარჯვებულისთვის კუთვნილი თასიც აღმართეს. გადამწყვეტ შეხვედრაში გოლები ბართიშვილმა, კუპრეიშვილმა, დიაკონიძემ, ხარძეიშვილმა, სხირტლაძემ და მახარობლიშვილმა გაიტანეს. ფინალამდე დინამოელებმა ჯგუფში ფოთის კოლხეთს 8:0 მოუგეს, ბათუმის დინამოს გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ და სამტრედიას 2:0 აჯობეს. ნახევარფინალში კი თბილისელებმა მარტვილის დინამოს ერთის წილ სამი გოლი გაუტანეს.

ტურნირზე დინამოელებმა ინდივიდულური პრიზებიც მიიღეს: გათამაშების საუკეთესო მცველი შოთა დიაკონიძე გახდა, საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული გიორგი გერგედავამ მიიღო, ტექნიკური ფეხბურთელის პრიზით სანდრო ბინიაშვილი დაჯილდოვდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრია ბართიშვილი დასახელდა.

 

U10 დინამო 6:0 ბაია U11

დინამო: ჭელიძე, ესვანჯია, დიაკონიძე, გერგედავა, ჩხაიძე, ბინიაშვილი, ჯამარაული, ხარძეიშვილი, ბართიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: წიკლაური, ცქვიტაია, მესხიშვილი, შარვაშიძე, ფოცხვერია, მშვენიერაძე, სხირტლაძე, კუპრეიშვილი, მახარობლიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024