• Geo
  • Eng
27.10.2019
ფრე საბურთალოსთან

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 32- ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც საბურთალომ დინამოს უმასპინძლა. პირველმა ტაიმმა მასპინძელთა უპირატესობით და განსაკუთრებული სახიფათო მომენტების გარეშე ჩაიარა, მეორე ნახევარში კი სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა საკამოდ აქტიური და საინტერესო ფეხბურთი იხილა. ორივე გუნდი ცდილობდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას. საბურთალოს შეეძლო რამდენიმე მომენტში ანგარიშის გახსნა, მაგრამ აღსანიშნავია რომ დინამოელთა ესპანელმა გოლკიპერმა ხოსე პერალესმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე ურთულესი დარტყმა მოიგერია. დინამოელებსაც მართებდათ რამდენიმე მომენტში გოლის გატანა. ნოდარ ქავთარაძეს ახლო მანძილიდან დარტყმული აეჭრა. მეორე ტაიმის შუაში ლაზარე კუპატაძემ იუხეშა საჯარიმო მოედნის ფარგლებს გარეთ, არბიტრი კი ყვითელი ბარათით შემოიფარგლა. გიორგი ქიმაძის სოლო რეიდსა და ჩაწოდებას ლევან კუტალია კი შეწვდა, მაგრამ ახლო მანძილიდან სიზუსტე დააკლდა. შეცვლაზე შემოსული ლევან მჭედლიძეც აქტიურობდა, თუმცა საბოლოო ჯამში გოლი არც ერთ კარში არ გასულა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. მომდევნო მატჩს დინამოელები 3 ნოემბერს ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

საბურთალო  0:0  დინამო

გაფრთხილება: კაპლიენკო 35’  ალთუნაშვილი 36’  კუპატაძე 62’  კოხრეიძე 66’

 

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, სანდოხაძე, რეხვიაშვილი (ლაკვეხელიანი 51), ტერა, ალთუნაშვილი, ტაბატაძე (როლოვიჩი 72), გორგიაშვილი (ყენია 66), კოხრეიძე, გაბედავა,

დინამო: პერალესი, იაშვილი (რუხაია 58), მონხილი, კობოური, ქიმაძე, პაპავა, კაპლიენკო (მჭედლიძე 74), ქარდავა (კუხიანიძე 61), ქავთარაძე, ნინუა, კუტალია

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024