ვილნიუსში ატეიტის თასზე დინამოელებმა კიდევ ორი მატჩი ჩაატარეს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა ერთი თამაში დათმო, ერთი კი მოიგო. თბილისელებმა დინამო ბრესტთან მძიმე შეხვედრა გამართეს და საბოლოოდ 1:4 დათმეს პაექრობა. გოლი ალექსანდრე თურქიას ანგარიშზეა. ლიეტუვის რეგიონალურ ნაკრებს კი დინამომ ლუკა ბუბუტეიშვილის გოლით 1:0 დაამარცხა. ხვალ თბილისის დროით 13.20 დინამო ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად იტალიურ ბრეშას დაუპირისპირდება.