• Geo
  • Eng
28.12.2011
ანდრო ჟორდანია – ქართული ფეხბურთის პატრიარქი

1904 წლის 29 დეკემბერს, დინამოს ისტორიაში გამორჩეული და ლეგენდარული მოღვაწე, ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი– ანდრო ჟორდანია დაიბადა. ქართული ფეხბურთის პატრიარქი დინამოს რიგებში 1925–28 და 1930–31 წლებში ასპარეზობდა. როგორც მწვრთნელი დინამოს სათავეში 1945–47, 1955, 1959–61 წლებში ედგა და მისი ხელმძღვანელობით თბილისელებმა საკავშირო ჩემპიონატში ორჯერ 1947 და 1959 წლებში დაიკავეს მესამე ადგილი. ასევე ორჯერ 1946 და 1960 წლებში თასის ფინალში გაიყვანა გუნდი. ანდრო ჟორდანია 1974 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისის საწვრთნელი ბაზა, დღემდე ამ ლეგენდარული პიროვნების სახელს ატარებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024