• Geo
  • Eng
23.11.2019
24 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

ხვალ ეროვნული პირველობის ბოლოსწინა ტური გაიმართება. დინამოელები გორს ესტუმრებიან და ადგილობრივ დილას 14.00 საათიდან დაუპირისპირდებიან.

24 ნოემბერს ჩვენ გუნდს 6 ოფიციალური მატჩი (5 უმაღლეს ლიგაში და 1 სსრკ- ს პირველობაზე) აქვს გამართული, საიდანაც დინამომ 4 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, 2 თამაში კი ფრედ მორჩა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება თბილისელთა სასარგებლოდაა 15/5.

24 ნოემბერს ჩვენმა გუნდმა ეროვნულ ასპარეზზე პირველი ოფიციალური შეხვედრა 1994 წელს გამართა. დინამო თბილისმა გასვლით მატჩში თერჯოლის საპოვნელა სამბურთიანი სხვაობით 5:2 დაამარცხა. საპოვნელას კარში ორ-ორი გოლი გაიტანეს ალექსანდრე იაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა, ერთი გატანილი ბურთით კი მურთაზ შელია გამოირჩა. 2001 წლის 24 ნოემბერს დინამო არენაზე თბილისური დერბი გაიმართა. ჩვენმა გუნდმა ლოკომოტივს უმასპინძლა. დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 2007 წელს მორიგი დერბი ლოკომოტივთან. მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. რკინიგზელთა კარში ორივე გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა. 2012 წლის 24 ნოემბერს დინამომ გორის დილას უმასპინძლა. შეხვედრა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. გორელთა კარში გოლები გიორგი მერებაშვილმა, არჩილ ტვილდიანმა და ლევან ხმალაძემ გაიტანეს. მომდევნო წელს ისევ გორელებთან პაექრობა და ამჯერად ფრე 1:1. გოლი გიორგი გველესიანის ანგარიშზეა. 24 ნოემბერს ჩვენმა გუნდმა სსრკ- ს პირველობაზე 1939 წელს იმჟამინდელი ლენინგრადის დინამოს უმასპინძლა. მატჩი თბილისელი ფეხბურთელების გამარჯვებით 4:1 მორჩა. მეტოქის კარში ორი გატანილი გოლით გაიოზ ჯეჯელავა გამოირჩა, თითო ბურთი კი ბორის პაიჭაძემ და ვიქტორ ბერეჟნოიმ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024