საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა. პორტუგალიაში მიმდინარე შესარჩევ ტურნირზე დასკვნით შეხვედრაში გიორგი ჩიტაურის გუნდი ალბანეთს 0:0 დაუზავდა და ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჭაბუკი ჯვაროსნები ელიტ-რაუნდში გატანილი გოლის გარეშე გავიდნენ, თუმცა დიდი წვლილი მასპინძელ პორტუგალიასთან ნათამაშებმა უგოლო ფრემ შეიტანა საგზურის მოპოვების საქმეში. დინამოელთაგან ალბანელებს საბა ხვადაგიანი, გიორგი ჩხეტიანი, გიორგი უბილავა, გიორგი აბუაშვილი, ლუკა სალუქვაძე და ლუკა გაგნიძე ეთამაშნენ.
18 წლამდე ნაკრები კი მეორე ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა ფინეთს და პირველის დარად ამ შემთხვევაშიც იმარჯვა. ანგარიში ფინელებმა გახსნეს, თუმცა დინამოელებმა ნოდარ ლომინაძემ და ზურა ერაძემ შედეგიანი თამაშით საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირეს.