დუბლების ჩემპიონატის 27– ე ტურში დინამოს სარეზერვო შემადგენლობა მცხეთაში ვიტ ჯორჯიას დუბლებს დაუპირისპირდა. შეხვედრა დინამოელთა მარცხით 0:2 დასრულდა. მიუხედავად წაგებისა დინამოს დუბლები გათამაშების დასრულებამდე 6 ტურით ადრე, დაგროვებული 61 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებენ.
დინამო (დუბლები): კულუა, კაპანაძე, თევზაძე, ნემსაძე, ქიქავა, ფალავანდიშვილი, კვერნაძე, მახარობლიძე, დიასამიძე, შერგელაშვილი, ვოლკოვი
შეცვლაზე შევიდნენ: ც. მესხი, კიტოვანი, ვეკუა, ლაშხია, კვარაცხელია