დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეცხრამეტე ტურის გადადებული შეხვედრა ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო. დინამოელებმა ბოლნისის სიონის დუბლშემადგენლობას 7:1 სძლიეს და სატურნირო ცხრილში მორიგი სამი ქულა მიითვალეს. დღევანდელ შეხვედრაში თითო ბურთი ჯავახიშვილმა და კაჭარავამ გაიტანეს, მუმლაძემ სიონის კარში ორი ბურთის გატანა მოახერხა, ბუდუ ზივზივაძემ კი ჰეთთრიქი შეასრულა და შეხვედრაში სამი გატანილი ბურთით გამოირჩა.
დინამოელებმა დღევანდელი შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:
ზარქუა, მანაგაძე, გაგნიძე (გურეშიძე), სამხარაძე, კაკულია, ჭეჭელაშვილი (სარიშვილი), მუმლაძე, რეხვიაშვილი (ჯავახიშვილი), რუხაძე (ლობჟანიძე), ზივზივაძე, ნიკვაშვილი (კაჭარავა)
დღევანდელი მატჩის ფოტოების სანახავად ეწვიეთ ჩვენი Facebook–ის გვერდს