• Geo
  • Eng
25.07.2023
გაბრიელ სიგუა კარიერას ბაზელში გააგრძელებს
დინამო თბილისსა და ბაზელს შორის გაბრიელ სიგუას ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთანხმება შედგა. 18 წლის ქართველი ნახევარმცველი კარიერას შვეიცარიის ერთ-ერთ ყველა ტიტულოვან და წარმატებულ კლუბში გააგრძელებს. 
 
გაბრიელ სიგუა დინამოს აკადემიის აღზრდილია, იგი კლუბში 2017 წლიდან ირიცხებოდა. თბილისელთა პირველ გუნდში სიგუას დებიუტი 2022 წელს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე სამტრედიას წინააღმდეგ შედგა. საერთო ჯამში ნახევარმცველმა ლურჯ-თეთრების რიგებში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. 
 
დინამო თბილისი მადლობას უხდის გაბრიელს კლუბში გატარებული წლებისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024