• Geo
  • Eng
28.03.2012
მაისურაძის შეგირდებმა ინგლისი დაამარცხეს

ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეორე შეხვედრა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგ გამართა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც ამავდროულად დინამო თბილისის დუბლების თავკაცი გახლავთ, მეტოქეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე, დინამოელი– გიორგი პაპუნაშვილის გოლით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა დააგროვა ოთხი ქულა და ბოლო ტურის წინ დიდი შანსი აქვს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. სასტარტო შემადგენლობაში მოზარდ ჯვაროსანთა გვერდი-გვერდ ხუთი დინამოელი ირჯებოდა: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე, ვანო წილოსანი და გიორგი პაპუნაშვილი.

ვასილ მაისურაძის შეგირდები გადამწყვეტ მატჩს 31 მარტს, მიხეილს მესხის სტადიონზე , უკრაინელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024