დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXV ტურის შეხვედრაში დინამოელები მცხეთაში, ადგილობრივ ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ტაიმში კი მაყურებელმა ექვსი გატანილი გოლი იხილა. საბოლოოდ დაპირისპირება ფრედ – 3:3 დასრულდა. დინამოელთაგან გატანილი გოლებით თავი ბექა მუმლაძემ, ბუდუ ზივზივაძემ და ბუბა რუხაძემ გამოიჩინეს.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:
ზარქუა – ხიზანეიშვილი, სანდოხაძე, მანაგაძე, კაკულია – პაპავა, რეხვიაშვილი, მუმლაძე (სარიშვილი 86’) – რუხაძე (მათიაშვილი 59’), ზივზივაძე, ფოცხვერია