• Geo
  • Eng
04.04.2012
შვიდი დინამოელი 19–წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრები 10–15 აპრილს პორტუგალიის ქალაქ პორტუში საერთაშორისო ოთხთა ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც წელს ოცდამეათედ ჩატარდება. 19–წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოთარ კორღალიძემ, მოზარდ ჯვაროსანთა გუნდში შვიდ დინამოელს უხმო – ლევან ტყეშელაშვილი, ნიკა სანდოხაძე, გიორგი გაგნიძე, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, სანდრო რეხვიაშვილი და ბუბა რუხაძე შეკრებაზე თანაგუნდელებთან ერთად სასტუმრო ბომონდ გარდენში იმყოფებიან.

ტურნირის კალენდარი ასე გამოიყურება:


11 აპრილი

პორტუგალია - საქართველო (თბილისის დროით  19:00 საათი)
სერბეთი - საფრანგეთი

12 აპრილი

პორტუგალია - სერბეთი
საფრანგეთი - საქართველო (თბილისის დროით 18:00 საათი)

14 აპრილი

საქართველო - სერბეთი (თბილისის დროით  14:00 საათი)
პორტუგალია - საფრანგეთი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024