ბაია 2:2 დინამოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბაიას ბაზაზე ტრადიციული მატჩოსშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.
გიორგი დევდარიანი – პირველ რიგში ზუგდიდელებს მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მშვიდობა და გამთლიანება მინდა გისურვოთ. ეს ქალაქი ძვირფასია ჩემთვის. აქ კარგად შეგხვდნენ და ტაშითაც გამოგვაცილეს. რაც შეეხება თამაშს, მინდა გითხრათ, რომ 18 კაციან განაცხადში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელთათვისაც ჯერ ადრეა პირველ გუნდში თამაში, მაგრამ აქ ყველა ჯანმრთელი ფეხბურთელი ჩამოვიყვანე. ტრავმის გამო ჩისკოს თამაშიც არ იყო მიზანშეწონილი. მერებაშვილი, გოგუა, რეხვიაშვილი, ჯიღაური, ჩისკო – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფეხბურთელების, რომლებიც ტრავმის გამო გვაკლდნენ და ძირითადი გუნდის წევრები არიან.
გოჩა ტყებუჩავა – ვფიქრობ, ძალიან კარგი თამაში ვითამაშეთ. მე, კმაყოფილი ვარ, ბაიას თამაშით. კითხვაზე მსაჯობის შესახებ – მოგახსენებთ, რომ საერთოდ არ მჩვევია ამ თემაზე საუბარი. ჯერ ფირი უნდა ვნახო და მას შემდეგ შეიძლება რაიმეს თქმა.